
ესპანეთის სანაპიროებთან 30 ტონა კოკაინით დატვირთული გემი დააკავეს — ეს ევროპის ისტორიაში ნარკოტიკების ყველაზე დიდი პარტიაა.
ესპანეთის პოლიციამ კანარის კუნძულებთან გემი დააკავა, რომლის ბორტზეც 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების 30 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს.
ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ამ ფაქტს ევროპის ისტორიაში ნარკოტიკების ყველაზე მასშტაბური კონფისკაცია უწოდა.
გემზე 23 ადამიანი იმყოფებოდა. შტურმის შემდეგ ექვსი მათგანი სამალავში იპოვეს. ყველა მათგანი გირაოს უფლების გარეშე დააპატიმრეს.
პოლიციამ ასევე აღმოაჩინა იარაღი და საბრძოლო მასალა.
გამოძიების ვერსიით, კოკაინის გადატვირთვა ღია ზღვაში, სწრაფმავალ კატარღებზე იგეგმებოდა, რომლებსაც ტვირთი ესპანეთში უნდა შეეტანათ.
გარდა ამისა, ესპანელმა სამართალდამცველებმა ევროპოლთან ერთად კიდევ ერთი ოპერაცია ჩაატარეს, რომლის დროსაც თითქმის 11 ტონა კოკაინი და სხვა სახის ნარკოტიკები ამოიღეს.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026