მოწმის სახით დაკითხვაზე მყოფმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა მეუღლის საქმესთან დაკავშირებით ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
სანჩესმა უარყო მეუღლის წინააღმდეგ ბრალდებები და განაცხადა, რომ ისინი დაუსაბუთებელი და ორკესტრირებულია მემარჯვენე პოლიტიკური მეტოქეების მიერ.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლის, ბეგონია გომესის წინააღმდეგ გამოძიება სავარაუდო კორუფციისა და გავლენით სარგებლობის გამო მიმდინარეობს. კერძოდ, სასამართლო ცდილობს, დაადგინოს, ისარგებლა თუ არა პრემიერის მეუღლის სტატუსითა და მდგომარეობით გომესმა, რათა მიეზიდა სპონსორები იმ უნივერსიტეტის მაგისტრატურის პროგრამაზე, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.
თავად ბეგონია გომესი წინასწარი მოკვლევის ფარგლებში სასამართლოში 19 ივლისს გამოცხადდა, თუმცა, ადვოკატის რჩევით, უარი თქვა ჩვენების მიცემაზე.
0
0
19 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
17/08/2026
ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს
17/08/2026