
„ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას გეგმავს,“ - განუცხადა Reuters-ს სამთავრობო წყარომ.
სანჩესის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
მარტში, სანჩესმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობა პირველ ნაბიჯებს გადადგამდა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ და მოგვიანებით დასძინა, რომ ის სხვა ქვეყნებთან კოორდინირებულად იმოქმედებს.
აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ნორვეგიამ განაცხადა, რომ ოსლო პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს. ასევე ევროკავშირის წევრების ირლანდიის, სლოვენიისა და მალტას განცხადებით, ისინი პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურად აღიარებას აპირებენ და ამტკიცებენ, რომ რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა აუცილებელია.
0
0