12/01/2026
23:57

ეს არის უდიდესი „ნადავლი“ ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოების ისტორიაში.
ესპანეთის პოლიციამ თითქმის 10 ტონა კოკაინი ამოიღო — ეს არის ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური შემთხვევა ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოების ისტორიაში.
ნარკოტიკები კამერუნის დროშის ქვეშ მცურავ გემზე აღმოაჩინეს. ხომალდი ევროპისკენ ბრაზილიიდან მოემართებოდა.
კოკაინის თითქმის 300 ტომარა მარილის ტვირთში იყო დამალული. ნარკოტიკების ამ რაოდენობის სავარაუდო საბაზრო ღირებულება 400 მილიონი ევროა.
გარდა ამისა, გემზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ეკიპაჟის 13 წევრი დაპატიმრებულია. ამასთანავე, ესპანეთის პოლიციის ინფორმაციით, გემს საწვავი გამოელია და სპეცრაზმის რეიდის შემდეგ ის კიდევ 12 საათის განმავლობაში დრეიფობდა ზღვაში, რის შემდეგაც კანარის კუნძულებზე გადაიყვანეს.
0
0