24/01/2023
16:09
სამართალი
"მსგავსი რამ არ მომხდარა, ეს ტყუილია" - პენიტენციური სამსახური მაგდა პაპიძის ქორწინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტუტრებს.
კანონით ქორწინების უფლება ყველა ადამიანს აქვს, როგორც თავისუფლებაში მყოფს, ასევე პენიტენციური დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, მათ შორის უვადო პატიმრობა მისჯილსაც.
პატიმრობა არ კრძალავს ქორწინებას, მაგრამ თუ პატიმრობაში მყოფი პირი ქორწინდება, ასეთ დროს დაინტერესებული მხარე მიმართავს იუსტიციის სახლს განცხადებით, იქ ხდება ქორწინების დარეგისტრირების მოთხოვნა.
რაც შეეხება საქორწინო ხელის მოწერას, როცა ხელს მსჯავრდებული აწერს, პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც იხდის მსჯავრდებული პატიმრობას, იწვევენ ქორწინების სახლიდან წარმომადგენელს და შეხვედრების ოთახში ხდება ქორწინების რეგისტრაციის დადასტურება.
ასეთ დროს ბუნებრივია პენიტენციურ დაწესებულებაში შედის პირი, რომელიც ქორწინდება მსჯავრდებულზე და ფორმდება ქორწინება. ასე რომ, პენიტენციური სამსახურის ინფორმირების და მათი თანხმობის გარეშე მაგდა პაპიძე ვერ იქორწინებდა.
შეგახსენებთ, ორმაგი მკვლელობა დიღმის მასივში, ფერაძის ქუჩაზე 2015 წლის დეკემბერში მოხდა. მაგდა პაპიძე მეუღლის და შვილის - ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა მკვლელობის დღესვე დააკავეს.
ერთადერთი უვადო პატიმარი ქალის, მაგდა პაპიძის ქორწინების შესახებ ინფორმაცია, ორი დღეა მედიასა და სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება.
0
0