27/08/2023
10:19
სპორტი
ესპანეთში სასამართლო დავა დაიწყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიელესის წინააღმდეგ.
ქალთა საფეხბურთო ნაკრების მოთამაშეები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ - წინააღმდეგ შემთხვევაში კი თამაშზე უარს ამბობენ. მიზეზი კი ერთ-ერთი მოთამაშისთვის ტუჩებში კოცნაა.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის (RFEF) მიერ მოწვეულ საგანგებო სხდომაზე, რუბიელესმა განაცხადა, რომ ასეთ "არაადამიანურ მოპყრობას“ არ იმსახურებდა. მისივე თქმით, კოცნა ორმხრივი იყო და ფეხბურთელისგან თანხმობა ჰქონდა.
"ეს სპონტანური კოცნა იყო. ორმხრივი და ეიფორიული“, - აღნიშნა რუბიელესმა.
რუბიელესის განცხადებას ჯენიფერ ერმოსო, ფეხბურთელი, რომელსაც მან აკოცა, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მას "კატეგორიულად მცდარი“ უწოდა.
”მინდა განვმარტო, რომ საუბარი, რომელსაც ბ-ნი ლუის რუბიალესი თავის მიმართვაში მიუთითებს, არ შემდგარა და არც კოცნა ყოფილა შეთანხმებული.
თავს ვალდებულად ვგრძნობ, ამ ინციდენტს გამოვეხმაურო, რადგან მჯერა, რომ არც ერთი ადამიანი, ნებისმიერ სამუშაოზე, სპორტში ან სოციალურ გარემოში, არ უნდა იყოს ამ ტიპის ქცევის მსხვერპლი. თავს ძალიან დაუცველად ვგრძნობ. მოქმედება, ჩემი მხრიდან ყოველგვარი თანხმობის გარეშე მოხდა,” - წერს ერმოსო.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მან ინგლისის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა. მაგრამ დაჯილდოების ცერემონიაზე ყველას ყურადღება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის საქციელმა მიიპყრო - რუბიალესმა ესპანეთის ნაკრების მოთამაშეს, ჯენიფერ ერმოსოს ტუჩებში აკოცა, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყვა.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024