20/08/2023
16:20
სპორტი
ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გამართული ქალთა მუნდიალი დასრულდა - "ფურია როხას" ტრიუმფით, რომელმაც ფინალში ინგლისის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა.
გადამწყვეტი გოლი 29-ე წუთზე ოლგა კარმონა გარსიამ გაიტანა.
ზოგადად, ესპანეთი უკეთესი იყო და გამარჯვებასაც უფრო იმსახურებდა, ვიდრე ინგლისი, თუმცა, ალბიონელებმაც ბოლომდე იბრძოლეს და შანსს ბოლო წამამდე ინარჩუნებდნენ. მეორე ტაიმის შუაში ესპანეთს უპირატესობის გასაზრდელად იდეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა, როდესაც ინგლისელთა მეკარე მერი ერპსიმ თერთმეტმეტრიანი მოიგერია.
ამგვარად, ესპანეთი მე-5 ქვეყანაა, რომელიც ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა აშშ-ის (4-ჯერ), გერმანიის (2), ნორვეგიისა (1) და იაპონიის (1) შემდეგ.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024