01/03/2022
16:08
პოლიტიკა
,,მე ვთვლი რომ ზელენსკის გადაწყვეტილება უფრო ემოციური იყო და საკმაოდ მძიმე, მე მესმის ახლა ზელენსკის არ აქვს არც დეტალებზე დაფიქრების დრო და არც საშუალება, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება უფრო დინჯად უნდა მიეღო. ეს საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა და ძლიერი დარტყმაა მოკავშირის მხრიდან. ბუნებრივია, ქართული მხარის პოზიციაც ამ საქმეში არ იყო ლოგიკური და თანმიმდევრული, მე მესმის ქართული მხარის პოზიციაც, ეს იმაში მდგომარეობდა, რომ მოხალისეების ჯგუფმა, რომლებიც აეროპორტიდან აპირებდა გამგზავრებას, ისეთი დემონსტრაცია და ,,ტაშფანდური'' მოაწყო, რომ არ არის გამორიცხული ეს რამე პროვოკაციის მიზეზი გამხდარიყო და აქედან გამომდინარე საქართველოს ხელისუფლებამ თავი დაიზღვია, იმიტომ რომ მოხალისეების მეორე ჯგუფი ავტობუსით წავიდა, მშვიდად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე. მოხდა ცუდი ამბავი, ვერც საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გათვალა შედეგები და ვერც უკრაინის ხელისუფლება ვერ თვლის ამის შედეგებს'', - განაცხადა მამუკა არეშიძემ
არეშიძის თქმით, მოქალაქეების მოხალისეებად წავლის საკითხი, საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო ისე მოეგვარებინა, რომ არ გამოეწვია ამგვარი რეზონანსი.
,,პრაქტიკულად ევროპის ყველა ქვეყანამ გამოაცხადა, რომ ისინი არ შეუშლიან ხელს თავიანთ მოქალაქეებს თუ ისინი მოხალისეებად წასვლას მოისურვებენ, საქართველოს ხელისუფლებასაც შეეძლოს ეს თავიდანვე ისე მოეგვარებინა, რომ ასეთი რეზონანსი არ გამოეწვია. ესეთი პრაქტიკა მსოფლიოში არსებობს, ყველაფერს სიფრთხილე და გააზრებული მოქმედება სჭირდება და მომზადების შემთხვევაში იმ შედეგს მივიღებთ რაც ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი და სწორია'' - განაცხადა მამუკა არეშეიძემ.
0
0