15/01/2025
12:22
პოლიტიკა
ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის! - ეს არის კონფლიქტი, რომელიც სასტუმროში მოხდა! ძალადობა მიუღებელია და ძალადობა შობს ძალადობას! - ასე უპასუხა „ქართული ოცნების" დეპუტატმა ლადო ბოჟაძემ ბათუმში, სასტუმრო "შერატონში", გიორგი გახარიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, როგორც გახარიასთან, ასევე ზვიად ქორიძესთან მომხდარ კონფლიქტზე დაწყებულია გამოძიება, ის გამოძიების შედეგებს ელოდება, ამჟამად კი მხოლოდ ის ინფორმაცია აქვს, რაც მედიით გავრცელდა.
„ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ძალადობა მიუღებელია და ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი არის დასაგმობი - დაველოდოთ გამოძიებას, რომელიც ორივე საქმეზე დაწყებულია. მე არც გამომძიებელი და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვარ.
მოხდა დაპირისპირება, მოხდა ძალადობა, რაც არის მიუღებელი.
ძალადობა მიუღებელია, რადგან ძალადობა შობს ძალადობას - ამიტომ ძალადობა უნდა დასრულდეს და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, იქნება ეს მოქალაქე, მედიის წარმომადგენელი, პოლიციელი, პოლიტიკოსი თუ სხვა", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ.
თავდასხმა წუხელ, სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გდაიყვანეს.
გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო - შსს
0
0