30/10/2021
10:01
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის თქმით, ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნაციონალური მოძრაობა არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნაში არეულობის შემოტანა და ქაოსი აინტერესებს. განცხადება ირაკლი კობახიძემ საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა, სადაც თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში ხმის მისაცემად იყო მისული.
"ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს არის პოლიტიკური ძალა, ნაცმოძრაობის სახით, რომელსაც ერთადერთი რამ აინტერესებს, ეს არის არეულობის შემოტანა ქვეყანაში, თუმცა ამის საშუალება მათ არ ექნებათ და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როდესაც სათანადოდ გაიხსნა ის კონკრეტული დანაშაული, სავარაუდო დანაშაული, რომელზეც საუბრობდა უსაფრთხოების სამსახური.
გამოძიება არის დაწყებული და როცა საქმე ეხება საბოლოო გახსნას უწყებებს სჭირდებათ დრო. ასევე აღინიშნა, რომ ეს ჩანაწერი არის ერთ-ერთი მტკიცებულება. ეს ნაწილია დანარჩენებიც გამოქვეყნდება, მოსმენა განხორციელდა ორდერის საფუძველზე,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
0
0