
რამდენიმე წუთის წინ ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სახეზე ცემის კვალი ეტყობა. მისი განცხადებით, აბუ-დაბიში, სადაც RAF-ის მორიგი ეტაპი უნდა გაიმართოს, მას სასტუმროში უკნიდან მიპარვით UFC-ის მებრძოლები, ძმები ნურმაგომედოვები და მათი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. დვალიშვილი 2025 წლის იანვარში საჩემპიონო ქამრისთვის უსმან ნურმაგომედოვს შეხვდა და დაამარცხა. მას შემდეგ მებრძოლებს შორის ხშირი იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა სოციალური ქსელების საშუალებით.
მერაბ დვალიშვილმა ძმების საქციელს ლაჩრული უწოდა.
„ერთ-ერთი მედიის წარმომადგენელთან ინტერვიუს ვწერდი, როდესაც უსმან ნურმაგომედოვი, უმარ ნურმაგომედოვი და მათი მეგობრები უკნიდან მომიახლოვდნენ და მუშტები დამიშინეს. ეს მშიშარა ადამიანების საქციელია. თუ ჩხუბი გინდათ, ამისთვის ოქტაგონი არსებობს“, - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.
0
0