27/12/2022
18:40
პოლიტიკა
“ეს კაცი არის პაროდია იმის, რაც პრემიერ-მინისტრი შეიძლება იყოს”, ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შემაჯამებელ განცხადებებს.
„ეს კაცი არის პაროდია იმის, რაც პრემიერმინისტრი შეიძლება იყოს და ასეთი ტრაგიკული ამბავი რომ არ იყოს, როცა ასეთ ისტორიულ მომენტში ეს სამარცხვინო არარაობა ჰყავს ივანიშვილს დანიშნული, უბრალოდ ვიცინებდით ამაზე. თან ყოველ ჯერზე ახერხებს, რომ მაინც გამოიჩინოს თავი ყველა მოლოდინის მიუხედავად, აი უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოცხადებისასაც კი იწვება, რომ რეალურად არ უსურვებს ამას, იმიტომ რომ სიტყვა გამარჯვება არ უნდა ახსენოს.
ყველა სხვა საკითხზეც, მონაკო აფხაზეთშიო და ა.შ, ეს არის კაცი, რომელიც დღეს ივანიშვილის დავალებით ისტორიულ შანსს აკარგვინებს ჩვენს ქვეყანას, უპირისპირდება თავისუფალ სამყაროსა და დასავლეთს, ატარებს ანტიქართულ მოღალატეობრივ პოლიტიკას. ეს ყველაფერი აჯამებს ამ კაცს და სამწუხაროდ ამ წლებსაც, სანამ ივანიშვილის არის ხელისუფლებაში", განაცხადა ბოკერიამ.
0
0