"ეს ჯერ მხოლოდ კვირტებია- მალე ყვავილებს ვიხილავთ"- სოსო მანჯავიძე ე.წ. თურქი მესხების თაობაზე ერდოღანის განცხადებაზე
15/08/2025
11:10
A-
+A

"ძალიან ტრაგიკომიკური რეაქცია მოჰყვა ერდოგანის მიერ თურქი-მესხების საკითხის წამოწევას.
ჯერ მაგათმა ტაო-კლარჯეთი დაგვიბრუნონ! ვის უბედავს ! რას შვება მთავრობა! საქართველოს პატრონი არ ჰყავს!
და ა.შ." -წერს ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე.
"ამ კომენტარების ავტორებს ეტყობა, ჰგონიათ, რომ ჩვენ თურქეთთან თანაბარი პოზიციები გვაქვს სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში. ან ის, რომ ჩვენთვის ტერმინი თურქი-მესხი უბრალოდ აბსურდია, თურქებს აინტერესებთ.
ერდოგანი, ისევე როგორც მთელი თურქული იმპერიული ელიტა თვლის, რომ სამცხე საათაბაგო მისი ისტორიული ტერიტორიაა, ის თურქეთს წაართვა რუსეთის იმპერიამ, რომელმაც იქ ჩაასახლა ქრისტიანები და განდევნა თურქი მუსლიმები.
ქართველების ეთნიკური და კულტურული განსხვავებები აქ არაფერ შუაშია, რადგან თურქეთის მოქალაქე თურქია.
თურქების ცნობიერებისთვის ისინი კი არ იპყრობდნენ ტერიტორიებს, არამედ ათავისუფლებდნენ მათ.
კონსტანტინეპოლიც ასე გაათავისუფლეს და ბედნიერი ცხოვრება დაამკვიდრეს. ფილმებიც აქვთ ამაზე გადაღებული.
სხვათა შორის, იგივე შეხედულება აქვს ირანსაც. ისიც თვლის, რომ რუსებმა მას წაართვეს დღევანდელი აზებაიჯანის ტერიტორიაზე არსებული სახანოები ასევე ქართლის და-კახეთის სამეფოები, რომლებსაც 1555 წლის ამასიის ზავის შემდეგ თავის სამფლობელო სახანოებად თვლიდა და ხანებს კი ის ამტკიცებდა ბაგრატიონებიდან. თუმცა, ოსმანები ყოველთვის ცდილობდნენ კონტროლი დამყარებინათ აღმოსავლეთ საქართველოზეც, როგორც კი ირანი სუსტდებოდა.
ჰოდა, მრავალსვლიანი გეოპოლიტიკური ნაბიჯების შედეგად, სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის განდევნის პერსპექტივა გამოჩნდა თუ არა, ერდოგანმა საქართველოს მიმართ არსებული განზრახვები გამოამჟღავნა.
ცხადია, ირანი ცდილობს თავის ინტერესები გაატაროს.
ეს ჯერ მხოლოდ კვირტებია- მალე ყვავილებს ვიხილავთ.
მოკლედ, რუსეთის რეგიონიდან გასვლის შემთხვევაში სამხრეთ კავკასია ძირითადად კვლავ ირან-თურქეთის მიერ გადანაწილდება.
თურქეთს სამხრეთ კავკასიაში ბევრი ბერკეტი აქვს.
გარკვეული მოსაზრებების გამო არ ვწერ იმ მომხიბლავ ნიუანსებზე, რომელიც ამ ბერკეტების ამოქმედებას მოჰყვება.
ეს აქამდე არ ხდებოდა ძალთა ბალანსის გამო, რომელიც აქ არსებობდა.
ბალანსი ირღვევა.
შედეგები?
იხ. საქართველოს ისტორია მე-16-მე-18 საუკუნეებში თანამედროვე ანტურაჟით.
დაინტერებულ პირებს შეუძლიათ სომხების შესახებაც მოიპოვონ ცნობები-მათ თუნდაც ვასალური სახელმწიფოც არ ჰქონდათ.
ამავე დროს, საქართველო, მართალია, 8 სამეფო-სამთავროდ არაა დაყოფილი მიზეზთა გამო სხვათა და სხვათა, მაგრამ იმდენი ერთმანეთზე გადაკიდებული არაადექვატური და ამბიციური გიჟია ერთ კვადრატულ მეტრზე, რომ ერთიან ერად მართლაც რთული აღსაქმელია. მოკლედ სულ დავით გურამიშვილი მახსენდება, იხ. ,, დავითიანი'' -საწყაულის მოწყვა ღვთისაგან, ბევრ ანალოგიას დაინახავთ თანამედროვეობასთან."- წერს სოსო მანჯავიძე.
0
0
41
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%