-share.jpg)
იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი ლევან მურუსიძე მოსამართლე მაკა გველესიანის შესახებ გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა.
„ეს იყო აბსოლუტურად სამარცხვინო სიუჟეტი. ეს იყო სასამართლო სისტემის მიზანმიმართული გაშავება და ამ გაშავებისთვის არ ერიდებიან არაფერს, როგორც მაკიაველი იტყოდა - მიზანი ამართლებს საშუალებას. ამით ცდილობენ გაანადგურონ ადამიანის ცხოვრება, მოახდინონ მორალური ტერორი“, - აცხადებს მურუსიძე.
ყოფილი მოსამართლე მაკა გველესიანი მის შესახებ გასულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლის მიზეზებზე დეტალურად ისაუბრა. მოსამართლემ აღნიშნა, რომ 2021 წლის თებერვალში, მის ერთ-ერთ შვილს დაუდგინდა აუტოიმუნური დაავადება, რომელიც მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას და მედიკამენტების მიღებას საჭიროებს, სწორედ ამიტომ წავიდა ოჯახი ამერიკაში.
0
0