
"ნუ გააკეთებთ ამას, დაიცავით თქვენი დამოუკიდებლობა" - ამ მოწოდებით მიმართა პოლონელმა ევროპარლამენტარმა გრჟეგორჟ ბრაუნმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე იმ ქვეყნებს, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ.
ბრაუნმა ევროკავშირი მწვავედ გააკრიტიკა და სტრუქტურა ეროვნული ტრადიციების წინააღმდეგ მიმართულ პროექტად შეაფასა.
''მოკლე გზავნილი მათთვის, ვინც ევროკავშირის წევრობა სურს: ნუ გააკეთებთ ამას. დაიცავით თქვენი დამოუკიდებლობა.
ევროკავშირი თავისუფალ ვაჭრობას არ ეხება. ის „მწვანე შეთანხმების“ მეშვეობით თქვენი ბიზნესის წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს. ის მიგრაციის პაქტის საშუალებით თქვენი ერების წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს. ის არ ეხება სიტყვის თავისუფლებას - ის ცენზურას ეხება. და ის არც მშვიდობასა და სტაბილურობას ეხება. ის მუდმივ კონფლიქტს ნიშნავს როგორც შიგნით, ისე გარეთ. ის ომის წახალისებას ნიშნავს.
ეს არის სიმართლე ევროკავშირის შესახებ. ფრთხილად იყავით! ეს ევრო-საბჭოთა, ევრო-ნაცისტური სტრუქტურა, რომელიც თავს მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტად ასაღებს, სინამდვილეში თქვენი ეროვნული ტრადიციების მოსპობას ცდილობს. ფრთხილად.'' - განაცხადა გრჟეგორჟ ბრაუნმა.
0
0