11/07/2023
15:50
საზოგადოება
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით, წყნეთში მომხდარი ტრაგედია მოსახლეობის მიერ კუსტარულად შეყვანილ ელექტროენერგიას უკავშირდება და კუსტარულად შეყვანილი ელექტროენერგიის ყოველდღიური კონტროლი შეუძლებელია.
მისი თქმით, მომხდარი მერიის მიერ წარმოებულ სამუშაოებს არ უკავშირდება და მსგავსი ტრაგედიებით სპეკულაცია არასწორია.
"მე რა ინფორმაციაც მაქვს, იქ დენი მოსახლეობის მიერ კუსტარულად იყო შეყვანილი. როდესაც ამას მოსახლეობა კუსტარულად აკეთებს, ამის კონტროლი რა თქმა უნდა რთულია. ის რომ ეს მერიის სამუშაოების შედეგია ეს არის ტყუილი. როდესაც მოსახლეობას დენი კუსტარულად შეჰყავს ამის ყოველდღიური კონტროლი შეუძლებელია. ეს ძალიან სამწუხარო შემთხვევაა და არ შეიძლება ასეთ შემთხვევებით სპეკულირება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, წყნეთში, მოზარდის სიცოცხლე, სავარაუდოდ თვითნებურად გაყვანილმა ელექტროსადენმა გუშინ იმსხვერპლა. სადენი, სავარაუდოდ, მოქალაქეებმა კუსტარულად, გარე განათების ბოძიდან ფანჩატურში გადაიყვანეს.
0
0