28/11/2024
22:50
პოლიტიკა
ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა და მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ამ ქვეყნის, მე ვარ ერთადერთი, რომელსაც აქვს უფლება, რომ დაელაპარაკოს მსოფლიოს ჩვენი საზოგადოების სახელით და მე ამას ვაპირებ , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ახლა დროა ოპოზიციურმა პარტიებმა გონივრული და კოორდინირებული გადაწყვეტილებები მიიღონ.
„მე მოვიწვიე პოლიტიკური პარტიები, სხვადასხვა მოძრაობა, ვინც შეძლო დღეს აქამდე მოსვლა, იმიტომ, რომ ვიცი, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია არის უკვე ქუჩის აქციებში, ხალხი გამოდის სპონტანურად. მე აქ მივმართე პოლიტიკურ პარტიებს, რომ ახლა აღარ არის იმის დრო, რომ „მე ჩემი აზრი მაქვს, ჩემი გზა მაქვს, ჩემი ხედვა მაქვს, ჩემი სურვილები მაქვს“ - ეს ყველაფერი დამთავრდა. დღეს ამ გამოწვევის წინაშე ან ვართ ერთად, ან არ ვიქნებით. ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება და მე ვიქნები ამათთან და თქვენთან ერთად იმდენად, რამდენადაც იქნებიან ერთიანნი, მიიღებენ კოორდინირებულ გადაწყვეტილებებს. არავინ არ სთხოვს პოლიტიკურ პარტიებს, რომ უცებ გახდნენ ერთი პარტია, ღმერთმა გვაშოროს ამისგან, აღარ გვინდა ერთპარტიული სისტემა და ამას ჩამოვშორდებით საბოლოოდ, მაგრამ გვჭირდება დღეს კოორდინირებულად მიღებული გონივრული გადაწყვეტილებები. ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა და მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ამ ქვეყნის, მე ვარ ერთადერთი, რომელსაც აქვს უფლება, რომ დაელაპარაკოს მსოფლიოს ჩვენი საზოგადოების სახელით და მე ამას ვაპირებ და ბოლომდე ვიდგები აქ თქვენთან და საზოგადოებასთან ერთად“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
0
0