11/01/2025
12:50
პოლიტიკა
ეს არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების ერთ-ერთი სეგმენტი, რომელმაც უნდა დააზიანოს საზოგადოებრივი აზრი საზღვარგარეთ და, გარკვეულწილად, იმოქმედოს იმ ადამიანების ცნობიერებაზე, რომლებსაც არ გააჩნიათ ინფორმაცია ამ საკითხებთან მიმართებაში, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფების მიერ, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის ჩაწერასთან დაკავშირებით.
„ეს არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების ერთ-ერთი სეგმენტი, რომელმაც უნდა დააზიანოს საზოგადოებრივი აზრი საზღვარგარეთ და, გარკვეულწილად, იმოქმედოს იმ ადამიანების ცნობიერებაზე, რომლებსაც არ გააჩნიათ ინფორმაცია ამ საკითხებთან მიმართებაში. მხოლოდ ამ რაკურსით, რომ ბუნდესტაგში რაღაც განცხადება გაკეთდა ჩვენს საწინააღმდეგოდ, ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, ამან შეიძლება გარკვეული იმპულსი მისცეს კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას, ისეთს როგორსაც ლამობდა იგივე მიხაელ როთი, როდესაც საქართველოში მიტინგზე ახალგაზრდებს მოუწოდებდა ძალადობისკენ. ზუსტად ამ მიზნით არის ეს გაკეთებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი არჩევნების მოლოდინში ბუნდესტაგი, რასაკვირველია, უნდა ფიქრობდეს გერმანიაში არსებულ ვითარებაზე და მითუმეტეს ასეთ მცდარ ინფორმაციას არ უნდა ავრცელებდეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფებმა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გაავრცელეს განცხადება, რომელშიც წერია: „ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში არ იქნა დაშვებული".
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე 1 თვით ადრე გახსნა. ამის შესახებ ინფორმაცია 2024 წლის 12 სექტემბერს ორგანიზაციამ თავის ოფიციალურ ვებ გვერდზეც გამოაქვეყნა,
0
0