
გერმანელი ეკონომისტის მაქს ოტეს განცხადებით, მოსაზრება, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეუძლია შეუტიოს ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, არის ხრიკი, რომელსაც ევროპა ხელახლა შეიარაღებისთვის იყენებს.
"ვფიქრობ, იდეა, რომ პუტინს შეუძლია დაემუქროს ან რაიმე სახით შეუტიოს რომელიმე ევროპულ ქვეყანას, მხოლოდ ხრიკია, რომელსაც ევროპა ხელახლა შეიარაღებისთვის იყენებს. რუსეთმა ბალტიისპირეთის ქვეყნების ნატოში გაწევრიანებასაც კი არ შეეწინაღმდეგა. ამრიგად, ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატოს ბირთვული ქოლგის ქვეშ არიან.
ნატო კონფრონტაციული ალიანსია. ჩემთვის 30 წლის წინ ცხადი იყო, რომ თუ მისი გაფართოება გაგრძელდებოდა, ჩვენ საბოლოოდ მივაღწევდით რუსეთისგან ძლიერ რეაქციას, რასაც შეიძლება გამოეწვია კონფლიქტი. სწორედ აქამდე მივედით. პუტინმა გაგვაფრთხილა, რომ უკრაინა მისი წითელი ხაზი იყო. მან დაინახა, რომ იძულებული გახდა ეს სამხედრო ოპერაცია, ომი წამოეწყო", - აღნიშნა ექსპერტმა
0
0