24/03/2023
14:10
პოლიტიკა
ჩვენ არ გვგონია, რომ „ნაციონალირი მოძრაობა“ დღეს არის რაღაც პარტია, ეს არის ინერციით მიმავალი ადამიანების ჯგუფი, რომელიც კონსოლიდირებულია მიხეილ სააკაშვილის გარშემო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, ახლა მძიმე კრიზისშია „ნაციონალური მოძრაობა“.
„ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, თუ იქნებიან პოლიტიკოსები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან, დაიწყონ მათ ინდივიდუალური პოლიტიკური საქმიანობა, მგონი ძალიან დიდიხნის დაგვიანებულია ეს პროცესია, რასაც მეკითხებით. ძალიან დიდიხანია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ინდივიდუალური პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიეღოთ, როგორ გააგრძელებდნენ ისინი პოლიტიკურ ცხოვრებას. ახლა ასეთ კრიზისში, როგორც ჩანს, მეტ გზას ვერ ხედავენ, თუმცა დაგვიანებული მგონია“, – განცხადა მეგრელიშვილმა.
0
0