15/05/2023
13:10
სამართალი
გამოიწვევს თუ არა უკან სტრასბურგში შეტანილ საჩივარს სააკაშვილის ადვოკატი - დაცვის მხარე შესაძლებლობას არ გამორიცხავს, გიული ალსანია კი აცხადებს, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის პოზიცია არ არის.
პარალელურად ადვოკატის ინფორმაციით, ცნობილი ხდება, რომ უცხოელი ექსპერტების დასკვნაში არ წერია, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლულია. შესაბამისად სტრასბურგში ასეთი მტკიცებულება არ გაგზავნილა.
"ეს არის გათელვა ყველა იმ გადაწყვეტილების, რომელიც ამდენმა პარლამენტმა მიიღო. 27 ქვეყნის გადაწყვეტილება, შეთანხმებული, რომლებიც ითხოვდნენ, რომ იმ ექიმების ჯგუფი შემოეყვანათ, არავითარი ანგარიში ამას არ გაეწია, არავითარი ექიმები აქ ვერ ვნახეთ შემოშვებული.
როგორ არ არის, მეც მაქვს წაკითხული იმ ტოქსიკოლოგის დასკვნა, სადაც ნამდვილად ეგ წერია(უცხოელი ექსპერტების დასკვნა, სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით), აბა მე საიდან მოვიტანე?!
ჩემს შვილს ეს აზრი [საჩივრის გამოტანაზე] არ გასჩენია საერთოდ," - აცხადებს გიული ალასანია.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ბრძოლა გრძელდება და მნიშვნელოვანია, რას გააკეთებს პარტია მიხეილ სააკაშვილისთვის.
"ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დაცვის მხარეს შეზღუდოდა მტკიცებულებების მოპოვება. რაც შეეხება სამომავლო საქმის წარმოებას სტრასბურგში, იცით, რომ არსებითი განხილვა და სიმართლის დადგენა ჯერ კიდევ წინ არის და როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, ბრძოლა გაგრძელდება ყველა ფრონტზე, მათ შორის საერთაშორისო ფრონტზე - სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
0
0