-share.jpg)
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებულ ინიციატივას გამოეხმაურა.
როგორც გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, „უცხოეთში ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს, თუნდაც სხვა ქვეყნებში, არის მთავრობებისგან დაფინანსებული“.
„რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეს არის, გარკვეულწილად, აუთსორსი, რომელსაც სახელმწიფო გადაუხდის, იმიტომ, რომ სწორი დასკვნები გააკეთოს კორუფციის საკითხებთან დაკავშირებით, სხვა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ქვეყნის განვითარებას.
ასე, რომ ამაში არაფერი უცხო არ არის. უცხოეთში, ყოველ შემთხვევაში, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს, თუნდაც სხვა ქვეყნებში, არის მთავრობებისგან დაფინანსებული“, - აღნიშნა მან.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნების შესახებ ინფორმაცია პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა.
0
0