05/09/2023
14:44
პოლიტიკა
ეს არის ჟურნალისტებს ამოფარებული დანაშაულებრივი კლანის კიდევ ერთი მხილება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის განხორციელებული საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ ველოდებით უკვე დღეს სად იქნებიან ის ადამიანები [ოპოზიციის წარმომადგენლები] და როგორ ხმამაღალ განცხადებებს გააკეთებენ და გააკრიტიკებენ ამ ყველაფერს, რომლებიც ტრადიციულად, ძალიან მაღალ ხმაზე „იცავენ“ ხოლმე მედიის თავისუფლებას. სინამდვილეში, ამ ადამიანებს არავითარი კავშირი თავისუფალ მედიასთან არ აქვთ. მათ მედია სჭირდებათ ერთადერთისთვის, რომ ის გამოიყენონ პოლიტიკური ინტერესებისთვის. ეს არის ჟურნალისტებს ამოფარებული დანაშაულებრივი კლანის კიდევ ერთი მხილება“, -განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულამ“ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას მაის-აგვისტოში განხორციელებულ მომსახურებაში 110 000 დოლარი გადაუხადა.
0
0