19/04/2023
20:06
პოლიტიკა
კობა ნაყოფიას განცხადებით, ის დღეს ნიკა მელიას ახალ ოფისში შეხვდა, ხოლო ლევან ხაბეიშვილს პარლამენტში. როგორც მან განაცხადა, ისაუბრეს როგორ უნდა გააგრძელონ ბრძოლა ერთად, ერთი მიზნისთვის:
"მივედი, დღეს ვიყავი პირველად, ვნახე ახალი ოფისი ახალი და იქ შევხვდი ნიკა მელიას და მქონდა საუბარი ნიკა მელიასთან, დღეს პარლამენტის შენობაში შევხვდი ლევან ხაბეიშვილს.
არ მინდა დავარქვა მედიატორობა, ჩვენთან მედიატორობა არ არსებობს, ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ მთავარი სამიზნე არის “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი.
ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, ვისაუბრეთ, როგორ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ერთად. ანალოგიური საუბარი მქონდა ლევან ხაბეიშვილთანაც, შიდა საუბრებში ბევრად უფრო კმაყოფილი ვარ, ვიდრე გარე რიტორიკაზე," ამბობს კობა ნაყოფია.
შეგახსენებთ, ენმ-ის ორ ფლანგს შორის ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ახალი ოფისი გახსნა. მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თანამოაზრეებმა მელიას გუნდი სეპარატიზმში დაადანაშაულეს.
0
0