
მასწავლებლობის მსურველები ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ბოლოს გამოცხადდნენ. დარეგისტრირებული 24 300 აპლიკანტიდან - ნაწილმა გამოცდა დღეს უცხო ენაში ჩააბარა. პროცესი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა.
პირველადი შედეგები, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი რიცხვებიდანვე გამოქვეყნდება. ამის შემდეგ, აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაასაჩივრონ, როგორც მთლიანი ტესტის, ასევე მის ცალკეულ დავალებებში მიღებული შეფასება. საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლაც შესაძლებელი იქნება. შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
გამოცდების მიმდინარეობას აფასებს განათლების მინისტრი. გივი მიქანაძის განცხადებით, პროცესი 24-ვე საგამოცდო ცენტრში შეუფერხებლად წარიმართა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო. რეგისტრაცია სულ 80 000-მდე აპლიკანტმა გაიარა.
0
0