14/07/2023
13:49
საზოგადოება
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ენმ-ის წევრის გიორგი ჩალაძის განცხადებას, სადაც ჩალაძემ ზურაბ ჩხაიძის განცხადებებს ჭორაობა უწოდა, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჩალაძე ერთი უსაქმური კაცია.
ჩხაიძის თქმით, ჩალაძე თავის დამკვიდრებას ცდილობს.
„არ ვიცი, საიდან, ვინ რა განცხადებას აკეთებს, იმიტომ, რომ მთელი დღის განმავლობაში ჩვენ ერთად ვიყავით, 8 საათი იყვნენ ისინი კლინიკაში. რეკომენდაცია ერთადერთი იყო გარკვეული პროცედურა, რომელიც ჩვენ შეთავაზებული გვქონდა პაციენტისთვის და მან უარი განაცხადა ამ კვლევის ჩატარებაზე. სხვა რაღაც რომ ახალი კვლევები დაინიშნა, მსგავსი საუბარი არ ყოფილა.
არ ვიცი ჩალაძის ფანტაზიები ძალიან შორს მიდის და არ ვიცი ვინ წვდება მის ფანტაზიებს და საიდან მოაქვს ეს აზრები, მსგავსი არაფერი ყოფილა. საერთოდ ჩალაძეზე საუბარი ჩემგან ცოტა უხერხულია, იმიტომ, რომ ეს ადამიანი ცდილობს თავის დამკვიდრებას, ყველა ღონეს და ხერხს ხმარობს ამისთვის და ყველამ იცის ვინ არის, მგონი ერთი თქვენი ეკა მიშველაძე დარჩა მისი ფანი, მისი გაკეთებული რაიმე საქმე გინახავთ? არის ერთი უსაქმური კაცი“, - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.
0
0