
„აქციაც ყოფილა მისი [სალომე ზურაბიშვილი] რეზიდენციის წინ, გარედან და შიგნიდან მოწოდებებიც ყოფილა და ეს თურმე ზეწოლა არ არის და ზეწოლა არის მხოლოდ გაუბედურებული ოჯახების მოწოდება, რომ სააკაშვილი არ შეიწყალოს“, - ამის შესახებ „იმედი LIVE“-ში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილმა მეორე ტურში იმდენი ხმა მიიღო, რამდენი ამომრჩეველი „ქართულ ოცნებასაც“ კი არ ჰყავდა. „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის გარდა, იქ იყო ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მისცა იმას, რომ ნაცმოძრაობის კანდიდატი არ მოსულიყო საქართველოს პრეზიდენტად. ამ ფონზე წარმოუდგენელი ჩვენ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ მისი ამომრჩევლის დაკვეთა იყოს სააკაშვილის შეწყალება, როდესაც მის წინააღმდეგ აქვთ ამ ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას ხმა მიცემული.
ერთი მხრივ მას ეშინია საზოგადოების უმძაფრესი რეაქციის, რადგან უნდა შეიწყალოს მკვლელი სისტემის რეჟიმის შემქმნელი და მეორე, მას აქვს სხვაგვარი ზეწოლა, კიდევ უფრო მძაფრი, როგორც გარე ძალებისგან, ასევე „ნაციონალური მოძრაობისგან“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ორბელიანების სასახლესთან, სადაც აქცია სახელწოდებით „არ შეიწყალო სააკაშვილი“ მიმდინარეობდა, ხმაური იყო. აქციას საჯარო მოხელეები მართავდნენ და მოითხოვდნენ, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალოს.
„აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, სად იყავით 2007 წელს, როცა მიშას დროინდელი ტრაგედიები მომხდარი იყო “, - მიმართა პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს.
0
0