30/11/2023
19:37
მსოფლიო
პალესტინის საკითხის გადასაჭრელად ერთადერთი ეფექტური გზა არის დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, – ამის შესახებ აღნიშნულია ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მილოცვის ტექსტში, რომელიც მან პალესტინელი ხალხის სოლიდარობისადმი მიძღვნილ გაერო-ს შეხვედრის მონაწილეებს გაუგზავნა.
ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, პალესტინის სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სრული სუვერენიტეტი 1967 წლის საზღვრების საფუძველზე და მისი დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმი უნდა იყოს.
სი ძინპინის თქმით, საჭიროა, უზრუნველყოფილი იყოს პალესტინის ეკონომიკის საჭიროებები, ხალხის საარსებო წყარო და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაზარდოს განვითარების დახმარება და ჰუმანიტარული დახმარება პალესტინისთვის.
„ჩინეთმა წამოაყენა გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა, მხარს უჭერს ქვეყნებს შორის უთანხმოებებისა და დავების გადაწყვეტას დიალოგის, კონსულტაციების გზით, მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც ხელს უწყობს კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას“, – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.
0
0