
„ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელიც არის აქ, მინდა, მოგმართოთ, როდესაც ტერმინებზე ვსაუბრობთ, და მე ამ შესაძლებლობას ყოველთვის ვიყენებ, ჩვენ, თქვენ და ზოგადად დასავლეთი ებრძვის სტალინისტურ გამოვლინებებს, ხომ და ამის საწინააღმდეგოდ ვიყენებთ ტერმინ სამხრეთ ოსეთს. უფრო სწორად, თქვენ იყენებთ ყველა დოკუმენტში ტერმინ სამხრეთ ოსეთს, რომელიც ასევე არის სტალინისტური ტერმინი და შეიქმნა 1922 წელს, მანამდე ასეთი რამ არ არსებობდა. მით უმეტეს, სამხრეთ ოსეთს, ასეთ წარმონაქმნს საქართველოს კონსტიტუცია არ იცნობს. ამიტომ ჩემი თხოვნა, მოწოდებაა, ერთად ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება, ეს ტერმინი საერთოდ ამოვიღოთ თქვენი ოფიციალური დოკუმენტებიდან. მით უმეტეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის სტალინისტური ტერმინი და მგონი, არ არის სასიამოვნო, როდესაც ევროკავშირი ან თუნდაც ჩვენი ნებისმიერი სხვა პარტნიორი სახელმწიფო სწორედ ამ სტალინის დროინდელ დასახელებას იყენებს. ამიტომ ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება, რომ ამაზე ვიფიქროთ. თუ რამე ოფიციალური მომართვა ჩვენგან არის საჭირო, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
0
0