
ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი და ეპარქიის სასულიერო პირები სტიქიის ზონაში იმყოფებიან. ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ცნობისთვის, შოვში მსხვერპლის რიცხვი 11-მდე გაიზარდა.
მაშველებმა ცოტა ხნის წინ კიდევ ოთხი ცხედარი იპოვეს. სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
ამ ეტაპზე უცნობია, მოხდა თუ არა ნაპოვნი ცხედრების იდენტიფიცირება. გუშინ, 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა.
ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგის (ლიპარტელიანი) მიმართვა:
"▪ შოვში მომხდარი ტრაგედიის შედაგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს
▪ ნიკორწმინდის ეპარქიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას კურორტ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ამჟამინდელი მონაცემებით შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დრომდე 30-მდე ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიამ უდიდესი ზიანი მიაყენა როგორც ცალკეულ მოქალაქეებს, ისე სრულიად საქართველოს.
▪ მოგიწოდებთ, ერთად ვილოცოთ გარდაცვლილთა სულების საოხად და შევთხოვოთ უფალს, მოგვმადლოს მშვიდობა და წყალობა თვისი".
0
0