,,ერთ სადარბაზოში ცხოვრობდნენ, მეგობრობდნენ..." - რას ჰყვებიან მეზობლები თბილისში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე
A-
+A
დღეს ცნობილი გახდა, რომ მამაკაცს, რომლის ცხედარიც გუშინ ლიფტში იპოვეს, დანით 50 ჭრილობა აქვს მიყენებული. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა გახსნილია.
დაკავებულია 39 წლის მამაკაცი - მოკლულის მეგობარი და მეზობელი, რომელსაც წინასწარ დაგეგმილი დანაშაულისთვის ბენზინიც კი, მომარაგებული ჰქონდა.
მკვლელობის შემდეგ ემინ ალიევმა სისხლიანი ტანსაცმელი მეზობელ კორპუსში გამოიცვალა და მიიმალა, თუმცა შორს ვერ წავიდა, ,,კურიერის" ინფორმაციით ის პოლიციამ იმავე უბანში: მუხიანში აიყვანა.
ასევე ცნობილი ხდება, რომ სისხლიან გარჩევას წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება და კონფლიქტი. გამოძიება ამ ეტაპზე არ საუბრობს დანაშაულის მოტივზე. დუმილის უფლებას იყენებს მკვლელობაში ბრალდებულიც, რომელსაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
0
0
378
სიახლეები
ყველა
3
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%