
“ერთ რამეს ვიტყოდი, ეს ქოცებიც და ნაცებიც ცოტა აზრზე მოვიდნენ და შერიგებაზე და ერთმანეთის სიყვარულზე ვიფიქროთ და აფხაზებზე შემდეგ ვისაუბროთ” – ამის შესახებ მსახიობმა ალექსანდრე ბეგალიშვილმა, ნანა ჯანელიძის ფილმის, ”იარე, ლიზას" შესახებ განვითარებული პროცესების შეფასებისას განაცხადა.
– კითხვაზე, არის თუ არა ქართველები დამნაშავეებად, ხოლო აფხაზები უცოდველებად წარმოჩენილები, მსახიობი პასუხობს, რომ “ასე მიიჩნევს ის კატეგორია, რომელსაც ფილმი ნანახი არ აქვს”.
“ასე თვლის ის კატეგორია, რომელსაც ფილმი ნანახი არ აქვს. ჯერ ფილმი ნახონ და შემდეგ ისაუბრონ. მე ვნახე ფილმი და ისეთი არაფერი არ არის, რომ ატყდეს გაწევ-გამოწევა. ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური ქოცების და ნაცების ერთმანეთის ზიზღის თემა და ეგ არის მიზეზი ამ ყველაფრის. ერთ რამეს ვიტყოდი, ეს ქოცებიც და ნაცებიც ცოტა აზრზე მოვიდნენ და შერიგებაზე და ერთმანეთის სიყვარულზე ვიფიქროთ და აფხაზებზე შემდეგ ვისაუბროთ” – განაცხადა ბეგალიშვილმა, რომელიც ამ ფილმში მონაწილეობს. ინფორმაციას “მეტრონომი” ავრცელებს.
როგორც ცნობილია, რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმის “იარე, ლიზას” ირგვლივ აჟიოტაჟი გრძელდება. ფილმმა საზოგადოების გარკვეული ნაწილის გაბრაზება გამოიწვია.
ცნობისთვის, გუშინ კინოთეატრ “ამირანში” ფილმის შუა ჩვენებისას, პროტესტის ნიშნად, დატოვეს მაყურებლებმა.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ, “იარე ლიზას” “რუსული პროპაგანდა” უწოდა.
ფილმის შესახებ განცხადება გაავრცელა კულტურის სამინისტრომ: "ფილმის "იარე ლიზას" გადასაღებად იმდროინდელი პრემიერ გახარიასა და კინოცენტრის ხელმძღვანელ გაგა ჩხეიძის ხელშეწყობით, გამოიყო 1 740 690 ლარი".
ფილმს გამოეხმაურა მინისტრი თეა წულუკიანიც: "ფილმი "იარე ლიზა" ჩაწყობით (!), უკონკურსოდ (!) დაიფინანსა რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ პრემიერ გახარიასგან".
0
0