15/06/2023
13:49
პოლიტიკა
„პირდაპირ კონკრეტულმა დიპლომატმა წაახალისა ზიზღის ენა და ბილწსიტყვაობა და წაახალისა პოლარიზაცია”, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 2 ივნისს, პარლამენტის წინ მოქალაქეების მიერ გამოხატულ პროტესტს, რომლებსაც ბანერები ჰქონდათ გამოტანილი წარწერებით – „ირაკლი რუსი”, „ირაყლი”, „რაც გინდათ, ის დაუძახეთ” და ა.შ.
კობახიძის თქმით, მათთვის პრინციპულად მიუღებელია, როდესაც კონკრეტული დიპლომატები საქართველოში წაახალისებენ პოლარიზაციას.
„თავის დროზე იმავე ჯგუფმა, „ჯიუტები“ ჰქვიათ თუ „ჭუტები“ თუ რაღაცა, მოაწყო პროვოკაცია პარლამენტის შენობის წინ და მათ ეჭირათ ბილწსიტყვაობის შემცველი ბანერები და მას კონკრეტულმა დიპლომატმა უწოდა გამოხატვის თავისუფლება. კონკრეტულმა დიპლომატმა წაახალისა ზიზღის ენა და ბილწსიტყვაობა და წაახალისა პოლარიზაცია.
ეს აღიქვეს როგორც მწვანე შუქი კონკრეტულმა ადამიანებმა, ამ ე.წ. ჭუტებმა, ჯიუტებმა ბოდიში და მოაწყვეს მორიგი პროვოკაციები ამ დღეების განმავლობაში. პრინციპულად მიუღებელია, როდესაც კონკრეტული დიპლომატები საქართველოში წაახალისებენ პოლარიზაციას, მათ უნდა მიხედონ საკუთარ ქვეყანაში იმ პოლარიზაციას, რომელიც ღვივდება ყოველდღიურად. ჩვენთან ნუ გააღვივებენ პოლარიზაციას“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.
0
0