
გრძელდება კახა კალაძის მხრიდან, ერთი მხრივ თბილისის მოქალაქეებისთვის იმ შედეგების წარდგენა რაც 4 წლის განმავლობაში მან მიაღწია როგორც მერმა და მეორე მხრივ, სამომავლო გეგმების შეთავაზება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციას დაესწრო.
მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ზრუნვა მოქალაქეების ჯანმრთელობასა და მათ სოციალურ პირობებზე.
„მოვისმინეთ დღეს, თუ რა გაკეთდა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით - 100 მილიონ ლარზე მეტი ხმარდება თბილისის მოქალაქეებს, 30 სხვადასხვა პროგრამას და დღეს დაანონსდა, რომ დაემატება სხვა პროგრამებიც, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ამ მხრივ, თბილისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ზრუნვა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მათ სოციალურ პირობებზე და ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანი შეთავაზებებია, რასაც ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა ექნება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
0
0