12/06/2023
08:25
პოლიტიკა
ეროვნული ბანკის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მისი საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე წარადგენს.
მმართველი გუნდი აღნიშნულ კანონში დადგენილ ცვლილებებს ინსტიტუციური კრიზისის თავიდან აცილებით ხსნის . სწორედ აქედან გამომდინარე განმარტავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევენ. ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ინფორმაციით, ამის მიზეზი პრეზიდენტის მხრიდან ეროვნული ბაკის საბჭოს ორ ვაკანტურ თანამდებობაზე, კანდიდატების წარდგენის გაჭიანურება გახდა.
განცხადების მიხედვით, მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციების შედეგად შედგა შეთანხმება, რომ ერთ-ერთ კანდიდატად პრეზიდენტს ლაშა ხუციშვილი უნდა წარმოედგინა, თუმცა მას ეს ამ დრომდე არ გაუკეთებია. ამ განცხადებას რამდენიმე დღის წინ თავად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანიც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ხუციშვილის წარდგენას პრეზიდენტი ნამდვილად აპირებდა, თუმცა ეს პროცესი მისი დამოუკიდებლობის შესახებ გაჩენილი კითხვის ნიშნების გამო შეჩერდა.
0
0