ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
A-
+A

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
ქართული მხარე დღევანდელ შეხვედრაზე მცოცავი ოკუპაციის დასრულებისა და უკანონო ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხს დააყენებს.
„რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებზე. ასევე მთავარი აქცენტი გაკეთდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, რომელიც აქტიურ ფაზაშია შესული. რა თქმა უნდა საუბარი შეეხება, კირბალში მიმდინარე დესტრუქციულ და ნეგატიურ პროცესებს.
ყოველივე ეს არის ოკუპაციის ნეგატიური შედეგი, რაზედაც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, - განაცხადა სუსის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში ამ დროისთვის საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება.
0
0
764
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%