11/04/2023
21:05
მსოფლიო
“სომხეთი განაგრძობს პროვოკაციებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით” - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
უწყების განცხადებით, ერევნის ქმედებები საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას.
"პროვოკაციები, რომლებსაც სომხეთი ახორციელებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ, არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, არა მხოლოდ არღვევს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, არამედ სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას" - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აზერბაიჯანის სამხედროები იღებენ ყველა საჭირო ზომას სომხეთის პროვოკაციული ქმედებების თავიდან ასაცილებლად.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერევანი მსგავს ნაბიჯებს დგამს მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მსოფლიო თანამეგობრობის აქტიური მოწოდების ფონზე.
მანამდე სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვარზე ცეცხლის გახსნაში ერთმანეთი დაადანაშაულეს, რის შედეგადაც ჯარისკაცები დაიღუპნენ და დაიჭრნენ.
0
0