29/11/2023
17:18
მსოფლიო
თურქეთი გააგრძელებს მცდელობებს, რათა საერთაშორისო სასამართლოებში პასუხი აგებინოს ისრაელის ხელისუფლებას იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელისუფლებამ ღაზის სექტორში ჩაიდინა. ამის შესახებ თურქეთის პარლამენტის სხდომაზე პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
თავის გამოსვლაში ერდოღანმა ნეთანიაჰუს „ღაზის ყასაბი“ უწოდა, ღაზის სექტორში „ცაჰალის“ ქმედებები კი გენოციდად შეაფასა.
„ჩემი ღაზელი ძმები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ვერაგული თავდასხმის მსხვერპლები გახდნენ. ისრაელელმა სამხედროებმა გენოციდი მოაწყვეს, ისინი წვავდნენ და ანადგურებდნენ ადამიანებს მთელი კაცობრიობის თვალწინ. 2,3 მილიონი ადამიანის წინააღმდეგ გენოციდი განხორციელდა. ნეთანიაჰუ, რომელმაც ეს ჩაიდინა, უკვე შევიდა ისტორიაში როგორც ღაზის ყასაბი“, - განაცხადა ერდოღანმა.
0
0