-share.jpg)
თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა დაადასტურა, რომ ქვეყანაში საყოველთაო არჩევნები 14 მაისს არის დანიშნული.
„დრო ახლოვდება. იცოდეთ, რომ ხალხი ყველაფერს გააკეთებს 14 მაისს“ - თქვა ერდოღანმა ოთხშაბათს პარტიის სხდომაზე გამოსვლისას.
მანამდე ტელეკომპანია Habertürk საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ დამანგრეველი მიწისძვრების სერიის ფონზე, თურქეთში საყოველთაო არჩევნები შეიძლება გადაიდებულიყო ექვსი თვიდან ერთ წლამდე.
გამოცემის ცნობით, უმაღლესი საარჩევნო კომისია მმართველი პარტიის მოთხოვნით შესაბამისი ინიციატივით გამოვა. თუმცა, პრეზიდენტის სპიკერმა იბრაჰიმ კალინმა მიუთითა მაისში საყოველთაო არჩევნების ტენდენციაზე, თუ არ იქნება საპირისპირო პოლიტიკური კონსენსუსი უახლოეს დღეებში.
0
0
ხაშურში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
24/12/2025