16/11/2022
12:15
მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ის რუსეთის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსული რაკეტები პოლონეთის ტერიტორიაზე არ ჩამოვარდნილა, პატივს სცემს. მას მიაჩნია, რომ რუსეთს პოლონეთში მომხდარ აფეთქებასთან საერთო არაფერი აქვს.
”რუსეთი ამბობს, რომ საერთო არაფერი აქვს. ბაიდენმა თქვა, რომ ეს რაკეტები რუსული არ არის, რაც გვაჩვენებს, რომ ამას რუსეთთან საერთო არაფერი აქვს”, - თქვა ერდოღანმა ბალიში გამართულ პრესკონფერენციაზე.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, არსებული ვითარება გამოძიებას საჭიროებს.
ის ინდონეზიიდან თურქეთში დაბრუნების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს.
თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შავი ზღვის გავლით, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულება ერთი წლით გაგრძელდება.
0
0