
საქართველო კვლავ რჩება Erasmus+ პროგრამის აქტიურ და მნიშვნელოვან პარტნიორად. ყველა მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობა სრულად მხარდაჭერილია და გრძელდება შეუფერხებლად, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ერაზმუს+ ეროვნული ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ერაზმუს+ ეროვნული ოფისის ინფორმაციაშია ნათქვამი, მოუწოდებენ საგანმანათლებლო ინსტიტუციებს, სტუდენტებსა და დაინტერესებულ მხარეებს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს.
„საქართველოში ერაზმუს+ ეროვნული ოფისი ოფიციალურად და ერთმნიშვნელოვნად უარყოფს ბოლო პერიოდში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს Erasmus+ პროგრამა ტოვებს საქართველოს. საქართველო კვლავ რჩება Erasmus+ პროგრამის აქტიურ და მნიშვნელოვან პარტნიორად. ყველა მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობა სრულად მხარდაჭერილია და გრძელდება შეუფერხებლად. მოვუწოდებთ საგანმანათლებლო ინსტიტუციებს, სტუდენტებსა და დაინტერესებულ მხარეებს, სანდო ინფორმაციის მისაღებად დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს“, – ნათქვამია საქართველოში ერაზმუს+ ეროვნული ოფისის ინფორმაციაში.
0
0