16/05/2023
12:45
მსოფლიო
ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩრდილოეთ ერაყში მასობრივი საფლავიდან ამოღებულია 605 ადამიანის ნეშტი, რომლებიც, სავარაუდოდ, ისლამური სახელმწიფოს (ISIS) მიერ არის მოკლული. ამის შესახებ aljazeera ერაყულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ 2014 წელს ერაყისა და სირიის უზარმაზარი ტერიტორიები დაიპყრო, რის შემდეგაც ბადუშის ჩრდილოეთ რაინში მდებარე ციხიდან პატიმრები წაიყვანა და ისინი მოკლა.
„საფლავის გახსნის პროცესს ორ წელზე მეტი დასჭირდა და შედეგად 605 ცხედარი იქნა აღმოჩენილი. საფლავის გახსნისა და გათხრების პროცესი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საერთაშორისო კომისიის და საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მხარდაჭერით განხორციელდა“, - განაცხადა მასობრივი საფლავების დეპარტამენტის უფროსმა დაია კარიმმა.
მედიასაშუალების ცნობით, ამ დროისთვის დაღუპულთაგან 78-ის ცხედარი იდენტიფიცირებულია.
ერაყის მთავრობამ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო გამარჯვება 2017 წლის დეკემბერში გამოაცხადა.
0
0