20/07/2023
14:04
მსოფლიო
„ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მომატებული ტემპერატურის გამო ჯანდაცვის სისტემებს მზარდი ზეწოლა ემუქრება,“ - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ.
ჯანდაცვის გლობალურმა ორგანომ ადგილობრივ და ეროვნულ მთავრობებს მოუწოდა, გამოავლინონ ექსტრემალური სიცხის გამო პოტენციურად რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები და აღნიშნა, რომ მომავალი სახიფათო სიცხის შემთხვევაში საავადმყოფოებს სამოქმედო გეგმები შემუშავებული უნდა ჰქონდეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, სააგენტო შეშფოთებულია იმით, რომ ის ადამიანები, ვინც ნაკლებად უმკლავდებიან ექსტრემალურ სიცხეს, ყველაზე მეტად ზარალდებიან.
გებრეიესუსმა ასევე დაადასტურა, რომ ამჟამად ჯანმო გაეროს სხვა სააგენტოსთან - მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციასთან - თანამშრომლობს, რათა მხარი დაუჭიროს რიგ ქვეყნებს ცხელ ამინდთან გასამკლავებლად სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მზადყოფნის კოორდინაციის მიზნით.
0
0