01/12/2022
13:45
პოლიტიკა
“ექიმობის 30 წელზე მეტი სტაჟი მაქვს და მსგავსი არ მინახავს და არც კი გამიგონია, რომ კლინიკური დიაგნოზის დასაზუსტებლად და კონსილიუმის შესადგენად ასეთი მრავალსერიანი რაღაც იმართებოდეს”, ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, “ქართული ოცნების” წევრმა დავით სერგეენკომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ერთადერთი დამაბრკოლებელი, რამაც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას პაციენტ სააკაშვილის მდგომარეობას, ეს არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ასეთი პერმანენტული და პერსისტირებული პოლიტიზირება.
სერგეენკო ამბობს, რომ თუკი სააკაშვილის დიაგნოზები სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით კომისიურ განხილვას დაექვემდებარება, არანაირი შეფერხება, მით უმეტეს, პოლიტიკური ბარიერი არ იქნება იმისა, რომ საკითხი დადგენილი წესით იქნას განხილული.
0
0