
თბილისის საქალაქო სასამართლიში 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე ბრალდების მხარე საქმეში არსებულ ვიდეომტკიცებულებებს იკვლევს.
როგორც ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, 4 ოქტომბერს ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას.
„კადრებში მე ვარ, ვარ ეზოში, მაგას არც უარვყოფ. მე ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას. ვფიქრობ, იქ რომ შევედი, მე გადავარჩინე გარკვეული რაოდენობის ხალხი. დღესაც იგივეს გავაკეთებდი. მაშინ მე არ დავფიქრებულვარ, ისე გავაკეთე ეს ყველაფერი. იქ ხელს ვიქნევ, მაგრამ როგორ არის, იცით?! რეანიმაციული მოძრაობა და დახმარება არ ნიშნავს მხოლოდ პირში პირში სუნთქვას. სიმართლე გითხრათ, მე რას ვანიშნებდი, ეგ მხოლოდ სამედიცინო ქმედებებით იყო ჩატარებული, მეტი არაფერი. ეს მხოლოდ იმას გულისხმობს. ყველაფერი, რაც იქ გავაკეთე – „მოდი, გადი, აქეთ არ შემოხვიდე“ – ეს იყო ის, რაც მე სასიკეთოდ გავაკეთე, რათა ვინც იქ იმყოფებოდა, გადარჩენილიყო. მე რაც დავინახე იქ, ასხამდნენ, თორემ იქ ჩხუბი და დავიდარაბა არ ყოფილა. აქ მნიშვნელოვანი იყო, რომ ასხამდნენ“, – განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.
ცნობისთვის, გოჩა ყატაშვილის, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძის, ალექსანდრე გოგოლაძის, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილის, ზაქრო ალბუთაშვილის, გენადი კელიხაშვილის, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძის, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილისა და ია დარახველიძის მიმართ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილთ აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ჩადენილი ჯგუფურად გულისხმობს. ბრალდება დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა ედავება, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულებიდან სამ პირს – ევა შაშიაშვილს, გიორგი ჩახუნაშვილს და ია დარახველიძეს აღკვეთ ღონისძიებას გირაო აქვთ შეფარდებული.
0
0