დღეს გამთენიისას ახობაძემ ფეისბუკით გაავრცელა ჩანაწერი, რომელშიც აღწერს, რომ ტაქსის, რომლითაც თბილისის აეროპორტიდან მოდიოდა, გზა გადაუჭრა შავმა „პრადომ”, საიდანაც „გადმოხტნენ ვიღაც ტიპები, პოლიციიდან ვართ, ღონისძიებას ვატარებთო”, ტაქსის უკანა კარი გააღეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„შარშან ნოემბერში იყო რტყმისთვის მოვემზადე ასეთ დროს, მეგონა პოლიციას უნდა ვეცემე და ნარკოტიკი ჩამიდეს… ეხლა პოლიცია ვართო, მოვემზადე რამე არ ჩამიდონთქო და ცემა დამიწყეს”, - დაწერა ფეისბუკზე გიორგი ახობაძემ.
