
ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ იოდის ბადემ შეიძლება რაიმე გვითხრას ორგანიზმში იოდის დეფიციტის შესახებ, ან დაგვეხმაროს მის გამკლავებაში, არის მითი, რომელიც გაჩნდა დაახლოებით 20-30 წლის წინ - აცხადებენ ენდოკრინოლოგები.
მათი განცხადებით, „რა თქმა უნდა, იოდის ბადის გამოყენებისას, ნივთიერების გარკვეული რაოდენობა შეიწოვება. თუმცა, კანზე იოდის წასმისას, შეუძლებელია გამოვთვალოთ რამდენი იოდი შედის ორგანიზმში. ასევე მნიშვნელოვანია, რა ფორმით იქნება იოდი - სპირტის ხსნარის თუ მალამოს, როგორია დაფარვის ზონა, როგორია ჰაერისა და კანის ზედაპირის ტემპერატურა. ამ ყველაფერმა შეიძლება გავლენა მოახდინოს აბსორბციაზე და ამ ყველაფრის ახსნა ძალიან რთულია“.
სპეციალისტების რჩევაა, იოდის ბადის ნაცვლად, გამოყენებული იყოს იოდირებული მარილი. ეს უფრო ეფექტური საშუალებაა ორგანიზმში არსებული ნივთიერების დეფიციტის შესავსებად.
„მარილის მოხმარება უნივერსალური გზაა: ადამიანების დიდი უმრავლესობა მარილს აყრის საკვებს. მარილის იოდიზაცია ტარდება თანაფარდობის მიხედვით: 1 გრამი იოდირებული მარილი შეიცავს 40 მკგ იოდს. დღიური ნორმის მიხედვით, რეკომენდებულია დღეში დაახლოებით 5 გრამი მარილის მიღება, ანუ ამ შემთხვევაში ადამიანი მიიღებს საჭირო 200 მკგ იოდს“, - აღნიშნეს ენდოკრინოლოგებმა.
იოდის ბადე ასევე ხშირად გამოიყენება გაციებისთვის, რომელსაც თან ახლავს სურდო და ხველა, რეპროდუქციული ორგანოების დაავადებები ქალებში და მამაკაცებში, სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები, ნევროლოგიური ხასიათის დაავადებები და მრავალი სხვა.
ზოგადად მიღებულია, რომ ბადე ხელს უწყობს სისხლის გაწმენდას, სისხლძარღვების გაფართოებას და ამცირებს შეშუპებას და ანთებას. თუმცა, ამ მკურნალობის ეფექტურობა არ არის დადასტურებული.
0
0