
ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ Meta Corporation-ის ხელმძღვანელ მარკ ცუკერბერგთან დაგეგმილი ორთაბრძოლის ადგილის შესახებ იტალიის ხელისუფლებათან მოლაპარაკებები გამართა.
“ველაპარაკე იტალიის პრემიერ-მინისტრს და კულტურის მინისტრს. ისინი დათანხმდნენ ორთაბრძოლისთვის ეპიკური ადგილი დაგვითმონ” - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ის (ყოფილი Twitter) მფლობელმა, ილონ მასკმა.
გარდა ამისა, მასკმა ცალკე შეტყობინებაში დაწერა სიტყვა „გლადიატორი“, ფაქტობრივად დაადასტურა ჭორები იმის შესახებ, რომ ბრძოლის ადგილად შერჩეულია ძველი რომაული კოლიზეუმი, რომელიც იტალიის დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.
მასკის თქმით, ბრძოლა პირდაპირ ეთერში გადაიცემა მებრძოლების კუთვნილ სოციალურ ქსელებში - X (Twitter), Facebook და Instagram.
წინასწარი ინფორმაციით, დაპირისპირება 26 აგვისტოს გაიმართება.
0
0