06/12/2022
13:43
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ეჭვი გამოთქვა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მოსკოვი ეძებს „ფიქტიურ გამოსავალს ვიტარებიდან“ და არ უჩვენებია თავისი განზრახვების სერიოზულობა.
„ვიდრე რუსეთი არ აჩვენებს, რომ დაინტერესებულია სერიოზული დიპლომატიით, ის არსად წავა“ - განაცხადა ამერიკული დიპლომატიის ხელმძღვანელმა და დასძინა: „და როდესაც ეს მოხდება, ჩვენ ვიქნებით პირველი, ვინც მზად იქნება დასახმარებლად.”
„გარკვეული გაგებით, გამოსავალი ყოველთვის არის და ეს ძალიან მარტივია”, - განმარტა ბლინკენმა. პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო ეს ომი და მას შეუძლია დაასრულოს ის ხვალ“ - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
„ჩვენ ორიენტირებული ვართ გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებდით, ანუ ყველაფერი, რაც არის შესაძლებელი იმისათვის, რომ უკრაინას ჰქონდეს ყველაფერი, რაც სჭირდება თავის დასაცავად. ყველაფერი, რაც მას სჭირდება რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად, 24 თებერვლის შემდეგ დაპყრობილი ტერიტორიების დასაბრუნებლად და ასევე ყველა ზომებს მივიღებთ, რათა უკრაინამ მიიღოს ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, რათა გაუმკლავდეს იმას, რაც ქვეყანაში ყოველდღიურად ხდება“, - განაცხადა ბლინკენმა.
მისი თქმით, რუსეთი, ფაქტობრივად, ცდილობდა, წაეშალა უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის იდენტობა, ხელახლა შეეყვანა ის რუსეთის შემადგენლობაში.
„მათ არ მიაღწიეს და არც მიაღწევენ წარმატებას. მერე დაიწყეს მიწის წართმევა, რომ რაც შეიძლება მეტი მიეღოთ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ეს მცდელობები ახლაც მარცხდება, რადგან, როგორც ვხედავთ, ზაფხულიდან მოყოლებული უკრაინელები უფრო და უფრო ეფექტურად ებრძვიან. ამიტომ რუსეთის ამჟამინდელი მიზანი უკრაინელ ხალხთან ომია. პუტინი თავის რისხვას და ცეცხლს მიმართავს მშვიდობიანი მოსახლეობისკენ, ცდილობს გამორთოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, გამორთოს სითბო, წყალი, ელექტროენერგია, განსაკუთრებით ახლა, როცა ზამთარი მოდის უკრაინაში. ამიტომ, უკრაინის მთავარი ამოცანა ახლა არის წინააღმდეგობა გაუწიოს ამას და, რა თქმა უნდა, გააგრძელოს ის, რასაც აკეთებენ, ანუ მათგან წართმეული მიწების დაბრუნება“, - თქვა ამერიკელმა დიპლომატმა.
ბლინკენმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უწოდა „ზოგადად, არც თუ ისე ეფექტური ქვედანაყოფები".
მისი თქმით, რუსეთი ცდილობს "გამონახოს გამოსავალი, ფიქტიური გამოსავალი სიტუაციიდან შემდეგი სტილით:
„მოდით, შევწყვიტოთ ცეცხლი, გავყინოთ სიტუაცია, მივიღოთ გაყინული კონფლიქტი, ჩვენ არასოდეს ვილაპარაკებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე", დავიკავებთ პოზიციებს, დავისვენებთ, გადავჯგუფდებით და მერე ისევ დავიწყებთ შეტევას“.
0
0