
გლდანში განვითარებულ მოვლენებს „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა მელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და „ნაციონალურ მოძრაობას“ გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ დაკავებულები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე, ზვიად კუპრავა. დღევანდლის მსგავსად და კიდევ უარეს ძალადობას აწი ყოველ მეორე დღეს მოაწყობს „ქართული ოცნება“. ერთიანობის გარეშე, ცალ-ცალკე, ყველას ციხეში წაგასხავენ ტოროლა და ოლოლივით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. უნდა გაერთიანდეთ კვლავ და დაუბრუნდეთ ნორმალური თანაცხოვრების რეჟიმს! მეტი პასუხისმგებლობა და მეტი კეთილგონიერება გმართებთ!“, - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, გლდანში სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, სამართალდამცველებსა და პარტიის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
0
0